რეგიონში ლარი ყველაზე მეტად უფასურდება

რეგიონში ლარი ყველაზე მეტად უფასურდება

ბოლო ერთ თვეში, აპრილში, ჩვენს რეგიონში ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა (-3.7%-ით). გაუფასურების მხრივ მეორე ადგილზეა თურქული ლირა (-1.9%). უმნიშნველოდ გაუფასურდა სომხური დრამი (-0.8%) და აზერბაიჯანული მანათი (-0.2).

აპრილში დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად გამყარდა რუსული რუბლი (11.2%) და უკრაინული გრივნა (8.9%). ასევე გამყარდა მსოფლიოს 3 მსხვილი ვალუტია – ევრო, იაპონური იენი და ბრიტანული გირვანქა სტერლინგი. შედეგად, უკვე დოლარის გლობალური გაუფასურების პროცესი დაიწყო. ბოლო ერთ თვეში დოლარის კურსის ინდექსი 3.1%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *