1 644 463 ლარი მივლინებებისთვის - დეპუტატები, რომლებიც ყველაზე ხშირად მოგზაურობენ

1 644 463 ლარი მივლინებებისთვის - დეპუტატები, რომლებიც ყველაზე ხშირად მოგზაურობენ

2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა პარლამენტის 106 წევრი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი კი 1 644 463.34 ლარს შეადგენს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მონაცემებით, ზოგჯერ პარლამენტის წევრის მივლინებების რაოდენობა და ხანგრძლივობა განპირობებული იყო მისი თანამდებობით ან შესაბამისი კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებით. 

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტ მივლინებაში გიგი წერეთელი იმყოფებოდა, მას მოსდევენ ეკა ბესელია და სოფიო ქაცარავა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *