საწვავის იმპორტის 30.7% რუსეთზე მოდის

საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 151,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 130,2 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი - 97,0 ათასი ტონა (19,6%), ბულგარეთი - 47,0 ათასი ტონა (9,5%), თურქმენეთი - 42,6 ათასი ტონა (8,6%); საბერძნეთი - 25,1 ათასი ტონა (5,1%) და სხვ.

2019 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 494,3 ათასი ტონა, რაც 22,5 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (516,8 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ივნისის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 259,7 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,0 ათასი ტონით ანუ 1.2%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 234,6 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 25,5 ათასი ტონით ანუ 10.9%-ით).

ჩვენ გირჩევთ

სახლი საზღვაო ქალაქში - ბათუმის უძრავი ქონების სექტორის კვლევა

ივნისში საქართველოში იმპორტი 12 პროცენტით შემცირდა

სახლი საზღვაო ქალაქში - ბათუმის უძრავი ქონების სექტორის კვლევა

სახლი საზღვაო ქალაქში - ბათუმის უძრავი ქონების სექტორის კვლევა

წინა სტატია

“საქართველოს კაპიტალმა” და “ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ” პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს
15 July, 2019

შემდეგი სტატია

58 პარლამენტარი ბიზნესთან კავშირით – დეპუტატების არადეკლარირებული კომპანიები
15 July, 2019
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker