როგორ იცვლებოდა ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში

როგორ იცვლებოდა ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში

ქვეყნების მიხედვით საქართველოს ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი რუსეთს აქვს. 2019 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) რუსეთის წილი 14.7%-ია. თუ ევროკავშირის ბაზარს განვიხილავთ როგორც ერთ ქვეყანას, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს საერთო ბაზარი აქვთ, მაშინ საქართველოს ექსპორტში ყველაზე მაღალი წილი ევროკავშირს უჭირავს – 24%. საქართველოს ექსპორტში 12% უჭირავს აზერბაიჯანს, რაც ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტითაა განპირობებული.

2019 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში 261 მლნ დოლარის საქონელი გავიდა, ხოლო ევროკავშირში 427 მლნ დოლარის. აზერბაიჯანში 211 მლნ დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ.

2003 წელს რუსეთის წილი საქართველოს ექსპორტში 18% იყო. 2005 წელს, ემბარგოს წინ კი 17.8%. 2008-2012 წლებში რუსეთის წილი 2% იყო. რუსეთის მიმართულებით ექსპორტის სწრაფი ზრდა 2013 წლიდან დაიწყო და ყველაზე მაღალ წილს 2019 წლის პირველ ნახევარში მიაღწია.

ევროკავშირის წილი ყველაზე მაღალი 2015 წელს იყო – 29.3%, რაც 2015 წელს მეზობელ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტის შემცირებამ განაპირობა. 2016-2018 წლებში ევროკავშირის წილი მცირდებოდა. 2019 წლის 6 თვეში კი 24%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი: ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *