საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - რეგიონის რომელ ქვეყანაშია ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ საქართველოში 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

მაისში საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა სომხეთში, სადაც მშპ-ს ზრდის ტემპი 7.3% იყო.

ამავე პერიოდში მშპ-ს წლიური ზრდის ტემპი საქართველოზე ნაკლები - 2.2% იყო ყაზახეთში. G&T-ს მონაცემებით, მაისში რუსეთში ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა.

წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა, ბელარუსის კი 1%-ით.

რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანაში წლის დასაწყისიდან რეცესია ფიქსირდება. მსოფლიო ბანკი 2019 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელშიც საქართველო შედის, 1.6%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ზრდის შენელების მთავარ მიზეზად სწორედ თურქეთი სახელდება. მეორე მიზეზად სახელდება რეგიონში ვაჭრობის შემცირება. ბანკის პროგნოზით 2019 წელს გლობალურად ეკონომიკური ზრდა 2.6% იქნება, რაც ბანკის ეკონომისტების შეფასებით, “მოლოდინზე დაბალი მაჩვენებლია”.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებში ინფლაციის დონეს, ივნისში სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი ინფლაცია (წლიური) დაფიქსირდა საქართველოში და მან 4.3% შეადგინა, ასევე რუსეთში - 4.7%, ბელარუსში 5.7%, უკრაინაში - 9% და თურქეთში 15.7%.

ჩვენ გირჩევთ

რუსული შეზღუდვების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - Renaissance Capital-ის პროგნოზი

ევროკავშირთან ექსპორტი 16.1%-ით, დსთ-სთან 27.1%-ით გაიზარდა

რუსული შეზღუდვების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - Renaissance Capital-ის პროგნოზი

რუსული შეზღუდვების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - Renaissance Capital-ის პროგნოზი

წინა სტატია

Rencap ლარის 2.75-იან ნიშნულამდე გამყარებას პროგნოზირებს
22 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 6.4 პროცენტით გაძვირდა
22 ივლისი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker