ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 6.4 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის ივნისთან შედარებით 6.4%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 1.1%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე 0.9% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე - 2%-ით.. ფასების 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 8.8%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (9.6%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (8.5%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 8.6%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

ჩვენ გირჩევთ

2 კვირა ავიაშეზღუდვიდან - რამდენი რუსი ტურისტი დააკლდა ქვეყანას

იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 50 მილიონი ლარით შემცირდა

2 კვირა ავიაშეზღუდვიდან - რამდენი რუსი ტურისტი დააკლდა ქვეყანას

2 კვირა ავიაშეზღუდვიდან - რამდენი რუსი ტურისტი დააკლდა ქვეყანას

წინა სტატია

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - რეგიონის რომელ ქვეყანაშია ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა
22 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Exports to the EU increased by 16.1%, with CIS to 27.1%
19 ივლისი, 2019
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker