TBC ინვესტორებს მიმართავს

თიბისი ბანკი ინვესტორებს მიმართავს. ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ეხება 2007 და 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს TBC PLC-ის საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. სწორედ TBC PLC-ის შვილობილია თიბისი ბანკი.

"მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო წლის დასაწყისში დატოვეს. ისინი ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულები აღარ არიან. აღვნიშნავთ, რომ თიბისი ბანკის, ან თიბისი ბანკის ჯგუფის არცერთი წევრის მიმართ ბრალდება არ გამოთქმულა", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე TBCBANK Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა გასულ თვეს აირჩიეს. "აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან", - ამბობდა ხაზარაძე.

ჩვენ გირჩევთ

ხაზარაძე: მაინც ავაშენებთ!!!

ქურდიანი: სამარცხვინოა, რაც ხდება

ხაზარაძე: მაინც ავაშენებთ!!!

ხაზარაძე: მაინც ავაშენებთ!!!

წინა სტატია

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა
24 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

სებ: ლარი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს
24 ივლისი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker