აშშ-ის საელჩო: შეშფოთებას გამოვთქვამთ ხაზარაძესთვის და ჯაფარიძესთვის ბრალის წაყენების გამო

ამერიკის საელჩო საქართველოში თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.

მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩვენ გირჩევთ

TBC ინვესტორებს მიმართავს

ქურდიანი: სამარცხვინოა, რაც ხდება

TBC ინვესტორებს მიმართავს

TBC ინვესტორებს მიმართავს

წინა სტატია

TBC ბანკის ჯგუფში მამუკა ხაზარაძეს ნიკოლოზ ენუქიძე შეცვლის
25 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

-30 მილიონი - მიკროსაფინანსო სექტორი კვლავ ზარალზეა
25 ივლისი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker