საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო

საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო. საკრედიტო-საგარანტიო სქემა "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას.

2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.

"საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში, კერძოდ საკრედიტო საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

უწყების ცნობით, სქემაში საქართველოში მოქმედი 12 ბანკი ჩაერთო.

ჩვენ გირჩევთ

პირველად ინოვაციების გლობალური რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორისაა

-30 მილიონი - მიკროსაფინანსო სექტორი კვლავ ზარალზეა

პირველად ინოვაციების გლობალური რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორისაა

პირველად ინოვაციების გლობალური რეიტინგის ისტორიაში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორისაა

წინა სტატია

NGO-ები: "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება ბევრ კითხვას აჩენს
25 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

კოემრციული ბანკების აქტივები 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა
25 ივლისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker