სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებაზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

მედიასაშუალებებთან ხელშეკრულების გაფორმებას საჯარო უწყებები ყოველი წლის დასაწყისში იწყებენ. 2019 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე პერიოდში 39-მა საჯარო უწყებამ ინფორმაციის გასავრცელებლად 772, 346 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.

“მედიაჩეკერმა” პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა) მიერ, სატელევიზო, რადიო და ახალი ამბების სააგენტოების მომსახურების შესყიდვის მიზნით, მედიასაშუალებებთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეისწავლა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საჯარო უწყებების მიერ მედიაში დასახარჯი თანხა თითქმის თანაბრად ნაწილდება ონლაინ გამოცემებსა და ტელეკომპანიებში, თუმცა გასავრცელებელი ინფორმაციის შინაარსი სხვადასხვაა.

მედიაჩექერის ინფორმაციით, საერთო ჯამში შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე ატვირთული ხელშკერულებებიდან ირკვევა, რომ 2019 წელს საანაგარიშო პერიოდში ინფორმაციის გასავრცელებად ყველაზე მეტი, 152,165 ლარის ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა.

შემდეგ კი მოდის სახელმწიფო სერვისების სააგენტო 121,197 ლარის ღირებულების ხელშეკრულებებით, რომელიც გადანაწილდება ტელევიზიებსა (მათ შორის რეგიონულში) და ონლაინ მედიაში. მესამე ადგილზეა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც პულსი ტვ-ში გადაცემებს დასაფინანსებლად 110 ათას ლარს ხარჯავს.

საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის გავრცელებაზე უწყებებმა შემდეგი თანხა დახარჯეს:

ჩვენ გირჩევთ

სებ: ლარი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს

-30 მილიონი - მიკროსაფინანსო სექტორი კვლავ ზარალზეა

სებ: ლარი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს

სებ: ლარი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს

წინა სტატია

კოემრციული ბანკების აქტივები 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა
25 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Euronews-ი საქართველოში შემოდის
25 ივლისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker