ივნისში ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 198 მილიონით გაიზარდა

2019 წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 663 მლნ ლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 465 მლნ ლარით (დოლარში გამოსახული 2 მლნ დოლარით), ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები 198 მლნ ლარით გაიზარდა. შედაგად, ივნისის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 62.8% შეადგინა. მაისის ბოლოს დოლარიზაცია 62.6%, ხოლო ერთი წლის წინ 61.4% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 16.1 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 9.6 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.

2018 წლის პირველ ივლისთან შედარებით, 2019 წლის პირველ ივლისს ლარში განთავსებული დეპოზიტები 1.2 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 198 მლნ დოლარით.

2019 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ია, ერთი წლის წინაც 3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ია, ერთი წლის წინ 8.3% იყო.

ჩვენ გირჩევთ

კოემრციული ბანკების აქტივები 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო

კოემრციული ბანკების აქტივები 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

კოემრციული ბანკების აქტივები 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

წინა სტატია

ბრიტანეთის საელჩო: ვაკვირდებით TBC ბანკის დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს
25 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ივნისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა
25 ივლისი, 2019
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker