ივნისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა

2019 წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 418 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 68 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 658 მლნ ლარით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ლარში და უცხურ ვალუტაში გაცემული სესხები ჯამში 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა. პირველი ივლისის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 29 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული.

ივნისში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 55 მლნ ლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ლარში გაცემულ გრძელვადიან სესხებზე მოდის.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 519 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 56.7%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 54.7% იყო.

2019 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.6% პუნქტით შემცირდა და 14.2% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი ივნისში განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა.

ჩვენ გირჩევთ

კოემრციული ბანკების აქტივები 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებაზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

კოემრციული ბანკების აქტივები 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

კოემრციული ბანკების აქტივები 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

წინა სტატია

ივნისში ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 198 მილიონით გაიზარდა
25 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

EBRD თიბისი ბანკზე განცხადებას ავრცელებს
25 ივლისი, 2019
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker