აპრილში ექსპორტი 22 პროცენტით შემცირდა, იმპორტი - 19 პროცენტით

აპრილში ექსპორტი 22 პროცენტით შემცირდა, იმპორტი  - 19 პროცენტით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 19%-ით. 2014 წლის აპრილში 237 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის აპრილში 186 მილიონი დოლარის.

წელს, ოთხი თვის ჯამში, იანვარ-აპრილში ექსპორტი 26%-ით (243 მილიონი დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი 8%-ით (192 მილიონი დოლარი).

2015 წლის პირველ ოთხ თვეში სავაჭრო ბალანსი 3.2%-ით გაუარესდა და უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1637 მილიონი დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 მაისს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *