სებ: წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ ნიშნულზე - 4.5%-ზე შენარჩუნდება

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მაჩვენებელს გადახედა ზრდის მიმართულებით. კერძოდ, ეროვნული ბანკი ელოდება, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე მაღალ - 4.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.

ცვლილების მიზეზი სებ-ის განმარტებით, ლარის გაუფასურებაა.

„რუსეთის მიერ ავიამიმოსვლებზე დაწესებული ემბარგოს გამო მოსალოდნელია რუსეთიდან მიღებული ტურისტული შემოსავლების კლება, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე. თავის მხრივ, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება აუფასურებს ეფექტურ გაცვლით კურსს. ფინანსური ბაზრის ამ ინფორმაციაზე დაფუძნებული რეაგირება კი გაცვლით კურსზე დღესვე აისახება. შესაბამისად, წინა პროგნოზთან შედარებით, გაცვლითი კურსის გაუფასურების გავლენით, გაიზარდა იმპორტირებული ინფლაციისა და შუალედური ხარჯების წვლილი მთლიანი ინფლაციის პროგნოზში.

მეორე მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის პროგნოზის ქვედა მიმართულებით გადახედვა კი იმის ასახვაა, რომ მომდევნო პერიოდში ერთობლივი მოთხოვნა (შემცირებული საგარეო მოთხოვნის ფონზე) იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე წინა პროგნოზით იყო მოსალოდნელი.

 საბოლოოდ, განახლებული პროგნოზის მიხედვით 2019 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ნიშნულის, 4.5%-ის, ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო შემდგომი შემცირების შემდეგ კი - საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოდან მიუახლოვდება“, - განმარტავენ სებ-ში.

ჩვენ გირჩევთ

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

1 დოლარი 2.95 ლარი, 1 ევრო 3.29 ლარი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს იწყებს
31 July, 2019

შემდეგი სტატია

რუსული სანქციის გავლენა ეკონომიკაზე - ეროვნული ბანკი პროგნოზს აქვეყნებს
31 July, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker