თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი - რეგიონის ეკონომიკების მიმოხილვა

2019 წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ეკონომიკა სუსტი აქტივობით გამოირჩეოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შეფასებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა, 2019 წლის განმავლობაში 3.2%-ის დონეზე იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული, ძირითადად, განაპირობა მზარდ და განვითარებად ქვეყნებში ზრდის ტემპების საგრძნობმა შენელებამ, სადაც 2019 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე დაბალი ზრდა დაფიქსირდა.

რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ მიმოხილვას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

თურქეთი

მძიმე ეკონომიკური ვითარებაა თურქეთში, სადაც მაღალმა ინფლაციამ, გაზრდილმა უმუშევრობამ და კაპიტალის გადინებამ ეკონომიკის მნიშვნელოვნად შეკვეცა გამოიწვია. კიდევ უფრო გაუარესდა სამომხმარებლო და ბიზნესს განწყობაც, რის შედეგადაც შიდა მოთხოვნა სუსტი რჩება, თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის ვადაზე ადრე გათავისუფლებისა და სტამბულის არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური გაურკვევლობისა და კრედიტების ზრდის ტემპის დაცემის ფონზე. ამასთანავე, გაუარესებული საგადასახდელო ბალანსის ფონზე, ივნისში, Moody’s-მა შეამცირა თურქეთის საკრედიტო რეიტინგი B1 დონემდე. სსფ-ს აპრილის პროგნოზით 5 , 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა უარყოფითი იქნება და -2.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფლაციას თურქეთში, ივნისში მისი წლიური მაჩვენებელი 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.7% იყო, ხოლო 2019 წლის პროგნოზი კი 17.5%-ია.

რუსეთი

წლის დასაწყისში, ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი რუსეთში მცირედ შესუსტდა. გაზრდილი დღგ-ს ფონზე შემცირებული კერძო მოხმარება და მაღალი ინფლაცია ეკონომიკური ზრდის ტემპებს აფერხებს. გართულებულია საგარეო პირობებიც, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტის მოცულობა, „რუსეთ-ოპეკის“ პროდუქციის ქვოტების გამო ასევე შემცირებულია ნავთობის გამოშვებაც. მოსალოდნელია, რომ მსგავსი დინამიკა 2019 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდება. სსფ-ს 2019 წლის ივლისის პროგნოზით, რუსეთში რეალური მშპ-ის ზრდა 1.2% იქნება, რაც წინა პროგნოზთან 7 შედარებით 0.4 %-ით დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ინფლაციას, ივნისში წლიურმა მაჩვენებელმა 4.7% შეადგინა, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 5%-ია.

უკრაინა

მიმდინარე წლის დასაწყისში, უკრაინის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად შესუსტდა, რაც საწარმოო სექტორის დაბალ აქტოვობასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მაღალი სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობის ფონზე, 2019 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის აქტიური გაგრძელებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, გაუმჯობესებული შრომითი პირობები, შესუსტებული ეროვნული ვალუტა და შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ერთობლივი მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სსფ-ს 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკრაინისთვის 2.7%- ია. რაც შეეხება ინფლაციას, ივნისში ის 9% იყო, ხოლო 2019 წლის პროგნოზი კი 8%-ია.

სომხეთი

სომხეთის ეკონომიკური ზრდა, 2019 წლის პირველ კვარტალში სოლიდური იყო და 7.1% შეადგინა. აღნიშნული მეტწილად განაპირობა სავაჭრო, მშენებლობის და მომსახურების სექტორში გაზრდილმა აქტივობამ. საბითუმო და საცალო ვაჭრობის ორნიშნა მაჩვენებლით ზრდა, ასევე ფინანსური მომსახურების და სა დაზღვევო სექტორის მაღალი აქტივობა - ჯანსაღი ბიზნეს გარემოს მაჩვენებელია. თუმცა ექსპორტის შემცირებული მოცულობა ეკონომიკური ზრდის ტემპების შემაფერხებელი ფაქტორია. აქედან გამომდინარე, სსფ-ს აპრილის პროგნოზით 9 2019 წლის სომხეთის რეალური ეკონომიკური ზრდა 4.6%-ით განისაზღვრა, ხოლო წლიური ინფლაცია 2.1% იქნება.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის ეკონომიკა ზომიერად გაჯანსაღების პროცესს განაგრძობს. აღნიშნულს, ძირითადად, არასანავთობო სექტორის მაღალი აქტივობა და ბუნებრივი გაზის გაზრდილი წარმოება განაპირობებს. ასევე, გაზრდილია ფის კალური დანახარჯებიც. რაც შეეხება სანავთობო სექტორს, პირველ კვარტალში ის დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა და მსგავსი დინამიკა მეორე კვარტალშიც შენარჩუნდება. აქედან გამომდინარე, 2019 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3.4%- ით განისაზღვრა. რაც შეეხება ინფლაციას, 2019 წლის პროგნოზი 2.5%-ია

ჩვენ გირჩევთ

რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი გაეზარდა

რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი გაეზარდა

რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი გაეზარდა

რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი გაეზარდა

წინა სტატია

რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი გაეზარდა
01 August, 2019

შემდეგი სტატია

საქართველო და ირანი სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხმდნენ
01 August, 2019
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker