საქართველო და ირანი სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და ირანი სპარსეთის ყურე-ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შერეული კომისიის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ადოლჰაშემ ჰასან ნიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

"სხდომის დასრულების შემდეგ ოქმი გაფორმდა, რომელშიც სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ორივე მხარის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მოაწერა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის და შეიმუშავებენ ღონისძიებათა გეგმას ამ მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, არის კვოტები საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ორ ქვეყანას შორის 2019–2020 წლებისთვის. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს განსაზღვრული აქვს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ირანს შორის ფუნქციონირებდეს სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების გამართული სისტემა", – განმარტავენ უწყებაში.

ჩვენ გირჩევთ

რუსული სანქციის გავლენა ეკონომიკაზე - ეროვნული ბანკი პროგნოზს აქვეყნებს

ADB-იმ საქართველოს $415 მილიონის სესხი დაუმტკიცა

რუსული სანქციის გავლენა ეკონომიკაზე - ეროვნული ბანკი პროგნოზს აქვეყნებს

რუსული სანქციის გავლენა ეკონომიკაზე - ეროვნული ბანკი პროგნოზს აქვეყნებს

წინა სტატია

თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი - რეგიონის ეკონომიკების მიმოხილვა
01 August, 2019

შემდეგი სტატია

TI: 26 მაისის ღონისძიებებზე 6 მლნ ლარზე მეტი ტენდერის გარეშე დაიხარჯა
01 August, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker