Forbes: როგორ ხდება საქართველო ბიზნესის კეთების ცენტრი

Forbes: როგორ ხდება საქართველო ბიზნესის კეთების ცენტრი

ამერიკული გამოცემა Forbes საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით, “როგორ ხდება საქართველო ბიზნესის კეთების ცენტრი”.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზე, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მისი გეოგრაფიული მდებარეობით მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ როლს თამაშობს ევროპისა და აზიის დაკავშირებაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო დღეს ბიზნესის საკეთებლად სტრატეგიული ადგილია.

სტატიაში საუბარია ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობაზეც, რომელსაც ამერიკული კომპანია Trammo ახორციელებს. კერძოდ კი საუბარია მინერალური სასუქების ტერმინალზე, რომლის მშენებლობაზეც ხელშეკრულება მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა.

ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო არ არის გამორჩეული მხოლოდ მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით. Forbes წერს, რომ ქვეყანაში ვითარდება საინფორმაციო ტექნოლოგიები, სტრატაპები და ინოვაციები.

სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *