საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანია აშშ-მ სასანქციო სიაში შეიყვანა

ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია Georgia Petrochemical and Aviatech აშშ-მ სასანქციო სიაში შეიყვანა. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობისა და უსაფრთხოების ბიურომ იმ კომპანიების განახლებული სია გამოქვეყნა, რომლებიც ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებიან.

Georgia Petrochemical and Aviatech (შპს ჯორჯია პეტროქემიკალ ენდ ავიატექ) საქართველოში 2008 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა. მას შემდეგ, საჯარო რეესტრის ბაზაში კომპანიაზე ამონაწერი არ ფიქსირდება.

სანქციები ამერიკული წარმოების ალუმინის პროდუქციის ირანში უკანონო ექსპორტს უკავშირდება. კერძოდ, ექსპორტი ხორციელდებოდა აშშ-დან საქართველოში, შემდეგ გაერთიანებულ საემიროებში, იქიდან კი მალაიზიაში და მალაიზიის გავლით ირანში. სწორედ მსგავსი მეთოდით ირანის მოქალაქე საიდ ვალადბეიგი ამერიკული სანქციების გვერდის ავლით ახერხებდა პროდუქციის ირანში შეტანას. გარდა ქართული კომპანიისა მის სქემაში მონაწილეობდა არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიები Super Alloys LLC და Emirates Alloys LLC. ასევე, მალაიზიაში რეგისტრირებული კომპანია NBH Industries.

აშშ-ს მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ სიაში ათობით კომპანიაა მოხვედრილი. მათგან საქართველოს მხოლოდ ერთი უკავშირდება. სიაში მოხვდა ორი კომპანია საქართველოს მეზობელი სომხეთიდან.

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტები და სასწავლო პროგრამები საქართველოში

“მთავარია ხარისხი” - “საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი” MBA პროგრამაზე მიღებას აცხადებს

ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტები და სასწავლო პროგრამები საქართველოში

ყველაზე ძვირადღირებული ფაკულტეტები და სასწავლო პროგრამები საქართველოში

წინა სტატია

GHG-მ წლის პირველ ნახევარში 31.3 მლნ ლარის მოგება მიიღო
14 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

დამსაქმებელისთვის დიპლომების წარდგენა QR-კოდის მეშვეობით გახდება შესაძლებელი
14 აგვისტო, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker