ივლისში ფულადი გზავნილები 7 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით 10 მლნ დოლარით, 7%-ით გაიზარდა. ივლისში სულ 155 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია.

ივლისში 4.4 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთიდან გზავნილების შემცირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 7 თვეში 19  მლნ დოლარით (7.5%-ით) შემცირდა.

ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 0.3 მლნ დოლარით ნაკლებია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე.

7 თვის ჯამში, იანვარ-ივლისში, 961 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 8%-ით (70 მლნ დოლარით) მეტია.

ივლისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და აშშ-დან  ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ივლისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

slide39

წყარო: ეროვნული ბანკი

ჩვენ გირჩევთ

მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად იტალიიდან გაიზარდა

საქართველოს შეფერხებული ანტიკორუფციული რეფორმები: შეუსრულებელი რეკომენდაციები

მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად იტალიიდან გაიზარდა

მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად იტალიიდან გაიზარდა

წინა სტატია

TBC: ლარის 2.8 ნიშნულამდე ან მეტად გამყარებაა მოსალოდნელი
15 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" "კონტი ჯგუფმა" დატოვა
15 აგვისტო, 2019
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker