"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" "კონტი ჯგუფმა" დატოვა

ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დატოვა, ინფორმაციას ადასტურებენ კონსორციუმშიც. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 2014 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები კი მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი არიან. კონსორციუმმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ტენდერში 2016 წლის დასაწყისში გაიმარჯვა.

"კონტი ინტერნეიშენალი“ (აშშ), 1906 წელს დაარსდა და ის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროგრამის მენეჯერი იყო. ამასთან, “კონტი ინტერნეიშენალი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერი იყო.

რაც შეეხება უშუალოდ კურტ კონტს, მან ანაკლიის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭო იანვრის ბოლოს დატოვა. “კონტი ჯგუფის” მფლობელი კურტ კონტი და მამუკა ხაზარაძე ჯგუფელები იყვნენ. 1995 წლიდან კურტ კონტი „კონტი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის და პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობს.

ამასთან, როგორც ცნობილი ხდება კონტი ჯგუფი აღარ რჩება არც პროექტის აქციონერად.

წინა სტატია

ივლისში ფულადი გზავნილები 7 პროცენტით გაიზარდა
15 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა
15 აგვისტო, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker