საქართველოს კაპიტალმა წლის პირველ ნახევარში 672,3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოს კაპიტალმა წლის პირველ ნახევარში 672,3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოს კაპიტალმა წლის პირველ ნახევარში 672,3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 9.1%–ით მეტია.

ჯგუფის პორტფელი დღეს 1.9 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან ნახევარი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ კომპანიებზე (GHG; BOG) მოდის.

Georgia Capital საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 57%–ს ფლობს. ამ კომპანიის შემოსავალი წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით 12.7%–ით გაიზარდა და 472.9 მლნ ლარი შეადგინა.
„საქართველოს კაპიტალში“ შედის ასევე საქართველოს ბანკის ჯგუფის 19.9%–ს. 

ჯგუფი ფლობს წყლის კომუნალურ ბიზნესსაც (GWP, რუსთავისა და მცხეთის წყლები). მათი შემოსავალი წლის პირველ ნახევარში 6.7%–ით გაიზარდა და 74.5 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ჯგუფის სამშენებლო ბიზნესს (მ2 უძრავი ქონება), – წლის პირველ ნახევარში კომპანიამ აპარტამენტების გაყიდვით 16.1 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 68.3%–ით შემცირებული მაჩვებელია.

გაზრდილია ჯგუფის ღვინის ბიზნესის შემოსავლებიც. კერძოდ წლის პირველ ნახევარში ღვინის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 17.3 მლნ ლარამდე გაიზარდა. ლუდის ბიზნესის შემოსავალი კი 18.2 მლნ ლარი იყო. წლიური ზრდა 37.7%.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კაპიტალი ჰოლდინგური ბიზნეს კომპანიაა, რომელიც BGEO ჯგუფის საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფის შემდეგ შეიქმნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *