საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული

გთავაზობთ Forbes Georgia-ს რეიტინგს, რომელიც საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით მომზადდა.

3.1 მილიარდი ლარი - ეს არის საქართველოს კერძო სექტორის, მისი უმსხვილესი ბიზნესების მიერ 2017 წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგება. რეიტინგში დაჯგუფებულია ყველა კერძო კომპანია, მათ შორის საფინანსო სექტორიც, რომელსაც საკუთარი ფინანსური ანგარიშგება საჯარო აქვს და რომლის წმინდა მოგების მაჩვენებელიც პირველ ასეულში ექცევა. უმსხვილესი კომპანიების რეიტინგისგან განსხვავებით, რომელშიც კომპანიები აქტივების ღირებულების, შემოსავლებისა და წმინდა მოგების საფუძველზე შემდგარი ინდექსის მიხედვით არიან დალაგებული, ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგი მხოლოდ მოგების მიხედვით არის შემდგარი.

ყველაზე მაღალი მოგების მქონე კომპანიების ათეული:

     

     

     

     

     

საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული:

 

მეთოდოლოგია:

რეიტინგის შედგენისთვის გამოყენებულია კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2017 წლის აუდიტორული ანგარიშები. მეთოდოლოგიის მიხედვით, რეიტინგში არ მონაწილეობენ კომპანიები, რომლებშიც მაჟორიტარი წილის მფლობელი არის საქართველოს სახელმწიფო.

საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშგებების საფუძველზე მომზადდა 200-ზე მეტი კომპანიისგან შემდგარი ლონგლისტი, რომლიდანაც სიაში მხოლოდ 100 უმსხვილესი კომპანია დარჩა.

ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგში უნდა იყვნენ, საკუთარი ფინანსები - 2017 წლის აუდიტორული ანგარიშგებები - საჯაროდ გამოქვეყნებული არა აქვთ, შესაბამისად, ისინი რეიტინგში ვერ მოხვდნენ. მათ შორისაა სამთო-მოპოვებითი სექტორის მოთამაშეები, ქიმიური მრეწველობის სექტორში ჩართული კომპანიები, სამშენებლო, ვაჭრობისა და სხვა სექტორებში მოღვაწე კომპანიები.

რეიტინგის არაერთ წევრს ეკუთვნის შვილობილი ორგანიზაციები. თითოეულის შემთხვევაში რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია ჯგუფის კონსოლიდირებული ანგარიშგება, რომელშიც ყველა შვილობილი კომპანიის ფინანსები არის გაერთიანებული. მაგალითად, “სოკარ ენერჯი ჯორჯია” საკუთარ თავში აერთიანებს მის შვილობილ კომპანიებს - “სოკარ პეტროლეუმს”, “სოკარ ჯორჯია გაზსა” და სხვა ორგანიზაციებს. ყველა სხვა კომპანიის შემთხვევაშიც, რომლებიც ჯგუფს წარმოადგენენ, შეფასებისთვის აღებულია ჯგუფის მშობელი კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგება.

კერძო კომპანიების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშებიდან რეიტინგი 2017 წელს ნაჩვენები მოგების მიხედვით არის დალაგებული.

მასალის გამოყენების პირობები:

ეს რეიტინგები არის სრულად საექსპერტო და ჟურნალისტური შეფასება და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოფიციალური ინფორმაციის სახით. მოცემული რეიტინგების გამოყენება სხვა მედიასაშუალებების მიერ დასაშვებია “რერაიტის” პირობებით და 2 ლინკით: Forbes.ge და თვითონ რეიტინგის ლინკი. წყაროს მითითების გარეშე Copy-Paste - აკრძალულია. საქართველოს ყველაზე მოგებიანი კერძო კომპანიების რეიტინგი ყოველწლიური იქნება. რედაქცია ღიაა თანამშრომლობისთვის ყველასთან, ვინც ინფორმაციას მოგვაწვდის.

ჩვენ გირჩევთ

გაზრდილი ბიუჯეტი არ ემსახურება სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას

როდესაც ყველი მხოლოდ ხაფანგშია

გაზრდილი ბიუჯეტი არ ემსახურება სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას

გაზრდილი ბიუჯეტი არ ემსახურება სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას

წინა სტატია

სახლი, რომელიც ბინაზე მეტია
28 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

კიბოს პერსონალიზაცია
30 აგვისტო, 2019
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა