ბანკებში დოლარი 3 ლარი ღირს

ბანკებში დოლარი 3 ლარი ღირს

“თიბისი ბანკში” ერთი დოლარი 3.005 ლარი ღირს, “პროკრედიტ ბანკში” 3.00 ლარი, “საქართველოს ბანკში” 2.996 ლარი, “ვითიბი ბანკში” 2.995 ლარი. ერთი ევროს ფასი 3.30 ლარის ფარგლებშია.

დღეს მოქმედი, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.9457 ლარია, ევროს მიმართ 3.2523 ლარი.

ბანკებში ლარის კურსის ვარდნა ბლუბმერგის სავალუტო ბირჟაზე ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. ბლუმბერგის ბირჟაზე ერთი დოლარი 2.9625 ლარი ღირს, რაც 31 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი კურსია. 31 ივლისს ბლუმბერგზე დოლარი 2.98 ლარი ღირდა, ხოლო ოფიციალური კურსი 2.9718-ის ნიშნულზე განისაზღვრა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *