საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა

საქართველოს ბანკი ქართველი პარალიმპიელებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერის მიზნით, პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა. შესაბამის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი პარალიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გაუწევს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შეჯიბრებებში. საქართველოს ბანკისა და ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2020 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც ქალაქ ტოკიოში გაიმართება, საქართველოს ბანკი ქართველი სპორტსმენების გენერალური მხარდამჭერი და ქომაგი იქნება. 

"მოხარული ვარ, რომ ჩვენი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმატებული პარტნიორობის შემდეგ საქართველოს ბანკი უკვე პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მხარდამჭერიცაა. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, პარალიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება. თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარმოსაჩენად იბრძვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით, 2020-ში დაგეგმილ ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე. ამაყი ვარ, რომ საქართველოს ბანკს მიეცა შესაძლებლობა, იყოს ქართველი პარალიმპიელების გენერალური პარტნიორი",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარადგინა

შესასრულებელი მისია

საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარადგინა

საქართველოს ბანკმა მომხმარებლებისთვის გადახდის სრულყოფილი სისტემა Apple Pay წარადგინა

წინა სტატია

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა ბათუმში ახალი რადიო “ციტრუსი” FM97.3 გაუშვა
04 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Broadcasting Company Hereti has launched the new radio station Citrus FM97.3
04 სექტემბერი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker