აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით გაიზარდა

2019 წლის აგვისტოში წინა თვესთან, ივლისთან, შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით (0.7%-ით) გაიზარდა და 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში სებ-მა რეზერვებიდან 33 მლნ დოლარი გაყიდა, კლება მთვრობის მიერ აღებულმა საგარეო ვალმა და გრანტებმა გადაფარა.
ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 791 მილიონი დოლარით (29%-ით) არის გაზრდილი.
2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არსებული 3.5 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვებიდან 3.06 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 441 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი