შსს: აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა

შსს: აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო საზღვრის კვეთის აგვისტოს თვის მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, აგვისტოში ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლების საერთო რაოდენობა 5.8%–ით გაიზარდა, ხოლო იმ პირების რაოდენობა, ვინც 24 საათით და მეტი ხნით დარჩნენ ქვეყანაში (ტურისტი) 2%–ით არის გაზრდილი.

ჯამში, საანგარიშო პერიოდში 1 254 554 ვიზიტი განხორციელდა, აქედან ტურისტული კი 657 278 იყო.

6%-იანი კლება ფიქსირდება რუსი ვიზიტორების თვალსაზრისით.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აგვისტოს თვის ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *