სებ: აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10.6%-ით შემცირდა

სებ: აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10.6%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 396.1 მლნ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.6%–ით შემცირებული მაჩვენებელია.

ჯამში წლის 8 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2 მილიარდ დოლარს გადასცდა და 2 მილიარდ 227 მილიონი დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა ივლისშიც და მან 374.7 მილიონი დოლარი შეადგინა; სებ–ის მონაცემებით, ივლისში წლიური კლება 13.3% იყო. თუმცა, არც ივლისში და არც აგვისტოში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა. კერძოდ, ივლისში ტურისტების 1%–იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო აგვისტოში კი 2%–ით. აგვისტოში სებ–ის მონაცემებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში 5.8%–ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *