ბიუჯეტში დღგ-ს და აქციზის გადასახადით მიღებული შემოსავალი შემცირდა

ბიუჯეტში დღგ-ს და აქციზის გადასახადით მიღებული შემოსავალი შემცირდა

ბიუჯეტის მონიტორმა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 8 თვის მონაცემები შეაჯამა. საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსავლებმა 6,943 მლნ ლარი (წლიური გეგმის 66%) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 114 მლნ ლარით (2%-ით) აღემატება.

შემოსავლების უდიდეს ნაწილს (6,315 მლნ ლარი) საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, საიდანაც 43%-ს დამატებული ღირებულების, 33%-ს საშემოსავლო, 14%-ს კი აქციზის გადასახადი წარმოადგენს.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები (9%-ით) და 2,096 მლნ ლარს შეადგენს.

შემცირდა შემოსავლები დამატებული ღირებულების გადასახადიდან 2,719 მლნ ლარამდე (7%-ით) და აქციზის გადასახადით მიღებული შემოსავლები 860 მლნ ლარამდე (9%-ით).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *