სახელმწიფოს ვალის მომსახურება 43 მლნ ლარით ეზრდება - ერთ–ერთი მიზეზი ლარის გაუფასურებაა

სახელმწიფოს ვალის მომსახურება 43 მლნ ლარით ეზრდება - ერთ–ერთი მიზეზი ლარის გაუფასურებაა

2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა იზრდება 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 273.0 მლნ ლარით. დოკუმენტში, რომელიც პარლამენტს წარედგინა აღნიშნულია, რომ დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება, მათ შორის, გამოწვეულია ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით.

საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვისთვის კი გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 6.0 მლნ ლარით (ეკონომია წარმოიქმნა საპროცენტო განაკვეთების შემცირებიდან გამომდინარე) და შეადგენს 318.0 მლნ ლარს.

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახადელების ფარგლებში არსებული პროექტები, რომლებიც დონორების დაფინანსებით ხორციელდება, ასევე მცირდება 101.5 მლნ ლარით, მათ შორის, კრედიტის ნაწილში 98.5 მლნ ლარით, ხოლო გრანტის ნაწილში 3.0 მლნ ლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *