პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2.2 მილიონი ლარით იზრდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2.2 მილიონი ლარით იზრდება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებები წარადგანა. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2.2 მლნ ლარით (37%-ით) იზრდება და წელს ადმინისტაცია ჯამში 8.2 მლნ ლარს დახარჯავს. 23 სექტემბრის მდგომარეობით, ადმინისტრაციას უკვე აქვს დახარჯული 6 მლნ ლარი, ხოლო დამატებით 800 ათასი ლარის ვალდებულებები აქვს დასაფარი.

განმარტებითი ბარათის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების ზრდა ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით არის განპირობებული. მათ შორის, 220 ათასი ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხები.

2018 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 13.5 მლნ ლარი იყო, რაც 2019 წლისთვის რადიკალურად შემცირდა, თუმცა წარდგენილი ცვლილებით, ადმინისტრაციის ხარჯები და შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსება ისევ იზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *