ADB-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 4.7%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.3%–ით ნაკლებია.

ბანკმა შეამცირა მომდევნო წლის პროგნოზიც და ის 4.6%–ს შეადგენს, ნაცვლად 4.9%–სა.

ამასთან, ADB ელის რომ წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი იქნება და ის საშუალოდ 4.3% იქნება 2019 წელს, ხოლო 2020 წელს კი 3.5%.

ფასების ზრდის ერთ–ერთ მიზეზად ლარის გაუფასურება სახელდება.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას, ADB ერთ–ერთ მიზეზად მშენებლობის და დამამუშავებელი დარგების შემცირებას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი - მშპ) 4.7%-ით გაიზარდა (შედარებისთვის, 2018 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდა 5.4% იყო).

წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის სამ სექტორში დაფიქსირდა კლება, ესენია: მშენებლობა 6.8%-ით შემცირდა, სამთომოპოვებითი მრეწველობა 5.8%-ით, ხოლო დამამუშავებელი მრეწველობა 3.2%-ით.

ჩვენ გირჩევთ

В Грузии состоится самое значительное мероприятие в сфере

В Грузии состоится самое значительное мероприятие в сфере

В Грузии состоится самое значительное мероприятие в сфере

В Грузии состоится самое значительное мероприятие в сфере

წინა სტატია

В Грузии состоится самое значительное мероприятие в сфере
24 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7.5 პროცენტამდე ზრდის
25 სექტემბერი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker