აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა. 8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5%-ია.

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. 2019 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი 2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.6%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *