გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური კონკურენტუნარიანობის 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 141 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 74-ე აგილს იკავებს, გასული წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო 66-ე ადგილზე იყო, ანუ 8 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ჯამური ქულა 0.3-ით შემცირდა.
ზოგადად, საქართველო ყველაზე ნაკლებკონკურენტულია ფინანსური სისტემის მხრივ, ინოვაციებით და ბაზრის ზომით.
კვლევაში შეტანილი 141 ქვეყნიდან ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკა აქვს სინგაპურს, აშშ-ს, ჰონგ კონგს, ნიდერლანდებს, შვეიცარიას, იაპონიას და გერმანიას. ხოლო, ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია ჩადი, იემენის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჰაიტი და მოზამბიკი.
საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ: რუსეთი 43-ე ადგილი, აზერბაიჯანი 58-ე, თურქეთი 61-ე და სომხეთი 69-ე.
საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში კომპონენტების მიხედვით: