საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019” გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019 გაიმართა. ღონისძიებას 10 000-მდე შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი და ფესტივალის 200-მდე მონაწილე დაესწრო. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ღვინო და ხელნაკეთი ნივთები, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ქართული პოლიფონია და ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები. მოეწყო შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საუკეთესო ღვინო, მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობებში, შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში, მოესმინათ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი და სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები. 

“გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი რამდენიმე თვე მუშაობდა იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. წლევანდელმა ღვინის ფესტივალმა, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იყო, სტუმრებს მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან უმასპინძლა”, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა, ეკა ცისკარაშვილმა. 

“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებას და მის შემდგომ განვითარებას. ასევე, ბიზნესების წახალისებას, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით მოეხდინათ საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია. მსგავში მასშტაბური ღონისძიებები მათ ეხმარება, დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ  ახალი პარტნიორები”, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

მეღვინეობის ქალაქმა ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლა და მის ფარგლებში წარმოდგენილი იყო როგორც ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკს Global Finance-ის ჯილდო გადაეცა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით შრომის უსაფრთხოების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

წინა სტატია

სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 57 მლნ ლარით გაიზარდა
11 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

კულტურა ვჭამოთ?
14 ოქტომბერი, 2019
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker