რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ინფლაცია

საერთაშრისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის კვლევის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მაღალი წლიური (12 თვის) ინფლაცია (სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება) ვენესუელაში დაფიქსირდება, სადაც პროდუქცია 200 000%-ით გაძვირდა, რაც ჰიპერინფლაციაა და ფულის სრულ გაფუჭებას ნიშნავს.
მეორე ადგილზეა ზიმბაბვე 79%-იანი ინფლაციით. მესამეზე არგენტინაა 57.3%-იანი ინფლაციით. ორნიშნა და მეტი ინფლაციაა ჯამში მსოფლიოს 17 ქვეყანაში დაფიქსირდება.
2019 წლის ბოლოსთვის დეფლაციაა (ფასების შემცირება) მოსალოდნელი 3 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (-1.5%), საუდის არაბეთში (-1.1%) და ერიტრეაში (-0.1%).
2019 წლის სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 6.4%-ს მიაღწია, თუმცა წლის ბოლომდე სავალუტო ფონდი საქართველოსთვის 5.4%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. საქართველოზე მაღალი ინფლაცია 44 ქვეყანაშია მოსალოდნელი. სომხეთში 1.5%-ა ინფლაცია, ხოლო აზერბაიჯანში 2.8%.
ცხრილი - ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნები 2019 წელს
ქვეყანა |
წლიური ინფლაცია, % |
ვენესუელა |
200 000 |
ზიმბაბვე |
183 |
არგენტინა |
57.3 |
სუდანი |
57 |
სამხრეთ სუდანი |
36 |
ირანი |
31 |
ლიბერია |
21 |
ჰაიტი |
20 |
ანგოლა |
17 |
უზბეკეთი |
15.6 |