სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. 9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5%-ია. მესამე კვარტალში კი ზრდამ 5.7% შეადგინა.

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. 2019 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი 2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.6%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *