რომელი ქვეყნები გადაინაცვლებენ მალე მდიდარი ქვეყნების ჯგუფში

რომელი ქვეყნები გადაინაცვლებენ მალე მდიდარი ქვეყნების ჯგუფში

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს შემოსავლების მიხედვით აჯგუფებს. შემოსავალი დაანგარიშებულია ე.წ. ატლასის მეთოდით, სადაც ნომინალური აშშ დოლარის ნაცვლად ინფალციის და ვალუტის კურსის მიხედვით კორექტირებული აშშ დოლარია გამოყენებული. ბანკი ოთხ ჯგუფს გამოყოფს:

1. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, რომლებსაც ღარიბი ქვეყნები შეიძლება ვუწოდოთ. ამ ჯგუფში ხვდებიან ის ქვეყნები, სადაც წლიური მთლიანი ეროვნული შემოსავალი (GNI) ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1 025 დოლარი ან ნაკლებია;

2. საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, სადაც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 1 026 დოლარიდან 3 995 დოლარამდეა;

3. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, სადაც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 3 996 დოლარიდან 12 375 დოლარამდეა;

4. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები, სადაც ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 12 376 დოლარი ან მეტია.

ატლასის მეთოდის მიხედვით, ერთ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი ყველაზე მაღალი შვეიცარიაშია – წელიწადში 83 600 დოლარი. შემდეგ ნორვეგია მოდის 80 800 დოლარით. საქართველო 4 130 დოლარით საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფშია, თუმცა საკმაოდ ახლოს არის ქვედა ზღვართან (2 995 დოლარი).

მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში გადასვლასთან ყველაზე ახლოს აფრიკული ქვეყანა მავრიკია, რომელიც პატარა კუნძულოვანი ქვეყანაა ინდოეთის ოკეანეში და ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 12 050 დოლარია. შემდეგ მოდის კოსტა რიკა – 11 510 დოლარით, რომლის შემოსავლების დაახლოებით 8%-ით ზრდაა საჭირო, რომ მდიდარ ქვეყნებში გადაინაცვლოს. ასევე, მალე შეაბიჯებს მდიდარი ქვეყნების ჯგუფში რუმინეთი, სადაც ერთ მოსახლეზე შემოსავალი 11 290 დოლარია და ნორმალური ეკონომიკური განვითარების ტემპი აქვს. შემდეგ მოდიან ნაურუ, მალაიზია და თურქეთი. თუმცა, თურქეთში რთული ეკონომიკური სიტუაციაა და გაუჭირდება უახლოეს წლებში გადასცდეს 12 375 დოლარიან ზღვარს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *