შავი პარასკევი მოდის - 5 საუკეთესო პროდუქტი შესაძენად

შავი პარასკევი მოდის - 5 საუკეთესო პროდუქტი შესაძენად

მართალია, თითქმის მთელი თვეა წინ “შავ პარასკევამდე”, მაგრამ რა ვიყიდოთ, ამის დაგეგმვა არასდროს არის ადრე. ექსპერტები გვირჩევენ 5 საუკეთესო პროდუქტს, რაც აუცილებლად უნდა იყიდოს მომხმარებელმა და ასევე ასახელებენ 6 პროდუქტს, რომლის ყიდვისგანაც უმჯობესია თავი შევიკავოთ.

აი, რა უნდა ვიყიდოთ 2019 წლის შავი პარასკევისთვის: ტელევიზორები; სახლის ჭკვიანი მოწყობილობები; სათამაშო კონსოლები; ვიდეო თამაშები; სამზარეულოს ტექნიკა.

ექსპერტების აზრით, ჯობს თავი ავარიდოთ შემდეგი ნივთების შეძენას: ქალის თეთრეული; Apple-ის მოწყობილობები; ტანსაცმელი; სმარტფონები; სათამაშოები და ავეჯი.

ექსპერტები ამას ხსნიან იმ მიზეზით, რომ მაღაზიების ნაწილს თვალი წინა საშობაო პერიოდზე უჭირავს და არ სთავაზობს მომხმარებელს რეალურ ფასდაკლებას.

”მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში, როგორიცაა Victoria’s Secret და Soma, აუცილებლად გაიმართება შავი პარასკევი, მომხმარებელი მოგებული მაინც ვერ დარჩება. შობის შემდეგ, ორივე ეს მაღაზია დაიწყებს უზარმაზარ ფასდაკლებებს უფრო ფართო არჩევანით, რაც მომხმარებლისთვისაც უფრო მიმზიდველი იქნება”, – აღნიშნულია სტატიაში.  

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკის მრავალი მაღაზია გთავაზობთ სარფიან გარიგებებს “შავი პარასკევისთვის”, წელს Apple მათ შორის არ იქნება. როგორც წესი, კომპანია არ უკეთებს ფასდაკელბას საკუთარ პროდუქციას Black Friday-სთვის და შობას ელოდება, ასე რომ. ბევრი ნივთის შეძენა საშობაოდ ჯობს. 

წყარო: Business Insider.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *