პარადოქსი: დასაქმება იზრდება, შემოსავალი კლებულობს

პარადოქსი: დასაქმება იზრდება, შემოსავალი კლებულობს

რატომ შემცირდა 2014 წელს ხელფასიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, თუ დასაქმებულთა რაოდენობა 34 ათასი კაცით გაიზარდა?

2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების დაბეგვრიდან საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში შემოსული საშემოსავლო გადასახადი 6 მილიონი ლარით შემცირდა. 2014 წელს დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადიდან, მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან (თვითდასაქმებულები) და არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადიდან მიღებულმა თანხამ 1 820 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2013 წელს 1 826 მილიონი  ლარი.

აღნიშნული ტენდენცია პარადოქსულია იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური სტატისტიკით 2014 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 34 ათასი (5.2%-ით) კაცით გაიზარდა. დასაქმებულთა ასეთი მოცულობით ზრდას საშემოსავლო გადასახადიდან ბიუჯეტში შემოსული თანხების მნიშვნელოვანი ზრდა უნდა მოჰყოლოდა.

ამ პარადოქსის ახსნა შეიძლება იყოს მინიმალური საშუალო თვიური ხელფასის შემცირება, რომელსაც საქსტატი 16 ივნისს გამოაქვეყნებს. თუმცა, ბოლო წლების ტენდენციიდან გამომდინარე, საშუალო ხელფასი გაზრდილი უნდა იყოს და მაშინ, კიდევ უფრო ეჭვს ქვეშ დადგება, თუ რამდენად ზუსტია დასაქმების შესახებ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *