ლუი ვიტონის მფლობელი 36 საათით იკავებდა მეორე ადგილს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში

ლუი ვიტონის მფლობელი 36 საათით იკავებდა მეორე ადგილს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში

Forbes Real-Time-ის მიხედვით, ლუი ვიტონისა და დიორის მფლობელი ბერნარ არნო 36 საათით იკავებდა საპატიო მეორე ადგილს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, მან თვით ბილ გეითსსაც კი გაუსწრო. არნო ამჟამად ისევ მესამე ადგილს დაუბრუნდა.

Forbes Real-Time-ის მიხედვით, არნოს ქონებამ დროებით 107 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო Microsoft-ის თანადამფუძნებლი ბილ გეითის ქონებამ – 106.8 მილიარდი აშშ დოლარი.

პირველ ადგილს ამაზონის დამფუძნებლი ჯეფ ბეზოსი იკავებს, მას არნო 5.3 მილიარდი დოლარით ჩამორჩება.

არნოს ქონების ზრდა LVMH-ის აქციებზე ფასის მატებამ განაპირობა, რომელიც ოქტომბრდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, აქიცების ფასმა ისტროულ მაქსიმუმს მიაღწია და თითო აქციის ღირებულებამ 400.9 ევრო შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში, LVMH-ის აქციები დაახლოებით 253 ევრო ღირდა.

წყარო: Forbes.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *