S&P–მა ტესლას შეფასება “ნეგატიურიდან” “პოზიტიურამდე” გააუმჯობესა

S&P–მა ტესლას შეფასება “ნეგატიურიდან” “პოზიტიურამდე” გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა ელექტრომანქანების მწარმოებელი ტესლას პერსპექტივა “ნეგატიურიდან” “პოზიტიურამდე” გააუმჯობესა. შეფასების გაუმჯობესება განპირობებულია კომპანიის გაზრდილი ფულადი სახსრებით და შემცირებული ვალით.

როგორც გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო ვარაუდობს, პერპექტივის გაუმჯობესება პოზიტიურად აისახება კომპანიის სამომავლო საკრედიტო რეიტინგზეც.

საინტერესოა, რომ S&P-მა ტესლას პერსპექტივა “პოზიტიურამდე” “სტაბილურის” გვერდის ავლით გაზარდა, რაც განპირობებულია იმ ალბათობით, რომ Tesla-ს პროდუქტბზე დიდი მოთხოვნა შენარჩუნდება და კომპანიის წარმოება უკეთეს ეფექტურობას მიაღწევს.

“პოზიტიური პერსპექტივა ასახავს Tesla-ს ზრდის ალბათობას, ეს ნიშნავს, რომ მისი საკრედიტო მონაცემები გაუმჯობესდება, მის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე”, – აცხადებს S&P Global-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *