მსოფლიოს რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი ტურისტი

კომპანია “MasterCard” ყოველწლიურად აწარმოებს კვლევას (Global Destinations Cities Index), თუ რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი უცხოუელი ტურისტი. კვლევა 162 ქალაქს მოიცავს. 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 22.78 მილიონი ტურისტი ტაილანდის დედაქალაქს, ბანგკოკს ესტუმრა. მეორე ადგილზეა საფრანგეთის დედაქალაქი - პარიზი 19.10 მილიონი ტურისტით. მესამეზე კი ლონდონია 19.09 მილიონი ტურისტით.

დიდ ქალაქებს შორის, 2018 წელს ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად (10%-ით) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიზარდა. ზოგადად, აზიაში ტურიზმის სწრაფად ზრდის გამოკვეთილი ტენდენციაა. ტურისტების რაოდენობის მხრივ 10 ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქს შორის 8 აზიური ქალაქია.

ყველაზე მეტი თანხა კი 2018 წელს ტურისტებმა დუბაიში დახარჯეს - 30.1 მილიარდი დოლარი. მეორე ადგილზე ქალაქი მექაა (საუდის არაბეთი) 20 მილიარდი დოლარით.

ცხრილი: ტოპ-10 ქალაქი, რომლებსაც 2018 წელს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა, მლნ ტურისტი

ჩვენ გირჩევთ

საქართველო კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჩამოქვეითდა

პირველი ჩინური ელექტრომანქანა ევროპულ ბაზარზე გამოჩნდება

საქართველო კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჩამოქვეითდა

საქართველო კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჩამოქვეითდა

წინა სტატია

მფრინავი ტაქსი რეალური ხდება
11 November, 2019

შემდეგი სტატია

Flying taxis are closer to becoming a reality
11 November, 2019
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker