Airbnb-ი ოლიმპიადის სპონსორი გახდა

Airbnb-მ ხელი მოაწერა სასპონსორო გარიგებას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა განაცხადა, რომ Airbnb-ი ვალდებულია უზრუნველყოს მომავალი ცხრა წლის განმავლობაში ”გარანტირებული” განთავსება მოახლოებული ოლიმპიური ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებში - ტოკიო 2020, პეკინი 2022, პარიზი 2024, მილანი 2026, ლოს ანჯელესი 2028.

როგორც ჯო გებია, Airbnb-ის თანადამფუძნებელი, აღნიშნავს მსგავს გარიგებაში ჯერ მათ კომპანიას მონაწილეობა არ მოუღია და აღნიშნული გარიგებით კომპანია შეუერთდება ოლიმპიური კომიტეტის დანარჩენ პარტნიორებს: Coca-Cola, Alibaba, Atos, Bridgestone, Dow, GE, Intel, Omega, Panasonic, P&G, Samsung, Toyota და Visa.

ბრაიან ჩესკიმ, Airbnb-ის CEO, იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად დიდი როლი შეიძლება ჰქონდეს მასპინძლობის პლატფორმას ოლიმპიადაზე.

”ასობით ათასი ადამიანი, თუ მეტი არა, აპირებს ტოკიოში ჩასვლას ოლიმპიადასთან დაკავშირებით. მათ არ აქვთ საკმარისი სასტუმროები და იაპონია არ აპირებს სასტუმროების აშენებას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ალტერნატიული გასაჩერებელი ადგილები“, - აღნიშნავს ჩესკი.

წყარო: Forbes.com

ჩვენ გირჩევთ

Starbucks-მა ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა

მყარად ანაგები 30

Starbucks-მა ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა

Starbucks-მა ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა

წინა სტატია

ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ - ექსპრემიერი შვეიცარული ბანკის სამართალდარღვევებზე საუბრობს
20 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Airbnb Signs ‘$500 Million’ Olympic Sponsorship
20 ნოემბერი, 2019
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker