ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 473 მილიონი ლარით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 473 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასულ თვესთან (სექტემბართან) შედარებით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 473 მლნ ლარით გაიზარდა და 20.6 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 64 მლნ დოლარით, ხოლო  საშინაო სახელმწიფო ვალი 240 მლნ ლარით გაიზარდა.

30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 16 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4.6 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 5.6 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 934 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 694 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 42.9%-ია. წინა თვეში ვწერდით, რომ ვალი მშპ-ს მიმართ 46.3%-ზე მეტი იყო. ვალის ფარდობითი მაჩვენებლის შემცირება საქსტატის მიერ მშპ-ს ახალი მეთოდოლოგიით დათვლამ განაპირობა, რომლის მიხედვით მშპ 3.5 მილიარდი ლარით გაიზარდა.

ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *