ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 9.2 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით 0.3%-ით შემცირდა, ხოლო 2018 წლის ოქტომბერთან შედარებით 9.2%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.4%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე -0.35% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან  აღსანიშნავია ფასების შემცირება ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე - 1.8%-ით. ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1%-ით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 9.7%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (10.5%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (6.8%), ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე (12.5%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 2%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

ჩვენ გირჩევთ

ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 473 მილიონი ლარით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 473 მილიონი ლარით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 473 მილიონი ლარით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 473 მილიონი ლარით გაიზარდა

წინა სტატია

ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 473 მილიონი ლარით გაიზარდა
21 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

რუსული ავიაკომპანიები “სასოწარკვეთილნი” არიან 50 მილიონი დოლარის ზარალის გამო
21 ნოემბერი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker