საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში, კოლხური ღვინის ფესტივალი “დია” გაიმართა. ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. გამოვლინდა და დაჯილდოვდა სამი საუკეთესო ღვინო. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმა. მოეწყო სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასებში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილი იყო ჩაისა და ყველის სივრცეები.

“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებას და მის შემდგომ განვითარებას. ასევე, ბიზნესების წახალისებას, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით მოეხდინათ საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია. ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის ცნობადობის ზრდა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები მათ ეხმარება, დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ ახალი პარტნიორები”, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

ფესტივალზე გაიმართა იტალიელი მოგზაურის, კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. ასევე, ART სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები. მთელი დღის დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ფოლკლორული ანსამბლები. საღამო კი ბენდმა “Yellow”-მ დახურა.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

ოქტომბერში ბანკების მოგება 15.5 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights გაიმართება

წინა სტატია

The World’s Most Valuable Soccer Teams 2019
25 November, 2019

შემდეგი სტატია

HENNESSY X.O-ის შვიდი "დიდებული სამყარო"
26 November, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker