კაილი ჯენერი Coty Inc.-თან 600 მილიონიან გარიგებას დადებს

ამერიკული კოსმეტიკური კომპანია Coty Inc.-ი აცხადებს, რომ იგი შეიძენს 51%-ან წილს, კაილი ჯენერის კუთვნილ კომპანიაში - Kylie Cosmetics & Kylie Skin. Coty Inc.-ი კაილი ჯენერს 600 მილიონ დოლარს გადაუხდის.

აღნიშნული გარიგება სავარაუდოდ 2020 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. გარიგების შემდეგ, ჯენერი 49%-ან წილს შეინარჩუნებს Kylie Cosmetics-ში და დარჩება კრეატიული მიმართულების მმართველად, კერძოდ მარკეტინგული ინიციატივების კუთხით, რადგან იგი სოციალურ მედიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას 270 მილიონი მიმდევარი ჰყავს სხვადასხვა პლატფორმების მასშტაბით.

Coty Inc.-ი Covergirl and Sally Hansen-ის დედა კომპანიაა, რომელიც აპირებს უფრო ახალგაზრდულ ხაზზე გასვლას აღნიშნული გარიგებით. კომპანია Kylie Cosmetics-ი მისი მფლობელივით საოცრად პოპულარულია სოციალურ მედიაში, კერძოდ ინსტაგრამზე. Coty Inc.-ი ფიქრობს, რომ სოციალურ მედიაშიც გაიმყარებს პოზიციებს, კაილისთან თანამშომლობით.

აღსანიშნავია, რომ კაილი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. მან 18 წლის ასაკში დაარსა კომესტიკური კომპანია და მსოფლიოს შესთავაზა 29 დოლარად ღირებული ტუჩსაცხი და ლაინერი, რამაც ძალიან მალე საოცარი პოპულარობა მოიპოვა. ეს დიდ წილად კაილის სწორად დაგეგმილი სარეკალამო კამპანიის შედეგია.

ჩვენ გირჩევთ

ტრამპების ანტიტრამპული ნაბიჯები

ჯონ შერმანი Kansas City Royals-ს 1 მილიარდ დოლარად ყიდულობს

ტრამპების ანტიტრამპული ნაბიჯები

ტრამპების ანტიტრამპული ნაბიჯები

წინა სტატია

Kylie Jenner to make a deal of 600 million USD with Coty Inc.
28 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

“გაყინული 2-მა” 164 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო
29 ნოემბერი, 2019
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker