MyBeeline-ი ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა

მობილური კომუნიკაციების ბაზრის ლიდერი საკუთარი აბონენტების მიერ ინტერნეტის მოხმარების მიხედვით (77%-ზე მეტი), ბილაინი აქცენტს  IT-სა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე აკეთებს. თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის მობილური კომუნიკაციის მომსახურების მიღებას. შედეგად, ბილაინს ინტერნეტის მოხმარების მიხედვით, ბაზრის წილის 30%-ზე მეტი უკავია.

ერთ-ერთი პოპულარული ციფრული პროდუქტი MyBeeline აპლიკაციაა - ყველაზე პოპულარული ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის. 1 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვით, MyBeeline პირველ ადგილზეა. იმაზე, რომ აპლიკაციას მომხმარებელი წარმატებით იყენებს 37,000-ზე მეტი ადამიანის მიერ გაკეთებული შეფასებაც მეტყველებს -  Google Play-ზე MyBeeline-ის რეიტინგი 4.7-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მომხმარებლების დიდი უმეტესობა სწორედ ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ სმარტფონს ფლობს. MyBeeline ასევე პოპულარულია Apple-ის სმარტფონების მფლობელთა შორის - აპლიკაციის რეიტინგი App Store-ზე 4.8-ს შეადგენს.

ბილაინი მომხმარებელს ასევე სთავაზობს პროდუქტებისა და მომსახურების შეძენასა და  თვითმომსახურებას ონლაინ და ტერმინალის მეშვეობით. მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ბილაინმა პირველმა დანერგა NLP ჩატბოტიც. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას კომპანია უახლოეს მომავალშიც გეგმავს.

ჩვენ გირჩევთ

VISA Platinum - თიბისიმ ბიზნესებისთვის ახალი ბარათი გამოუშვა

2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიები

VISA Platinum - თიბისიმ ბიზნესებისთვის ახალი ბარათი გამოუშვა

VISA Platinum - თიბისიმ ბიზნესებისთვის ახალი ბარათი გამოუშვა

წინა სტატია

ნოემბერში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 10.3 პროცენტით გაიზარდა
04 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
05 დეკემბერი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker