საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ EU+3 ფორმატთან დაკავშირებულ განცხადებას მოაწერეს ხელი

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროპული ინტეგრაციის შესახებ, რომელიც “ევროკავშირი + სამი” ფორმატის შექმნას ეხება.

ამ ნაბიჯით სამი ქვეყანა ცდილობს გააძლიეროს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა ტრანსპორტში, ენერგეტიკასა და სხვა სფეროებში.

სამი ქვეყნის ინიციტივით, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თანდათანობით, სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი - საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გმობენ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებენ ევროკავშირს, უფრო აქტიურად ჩაერთოს “აღმოსავლეთის პარტნიორობის” რეგიონში არსებული კონფლიქტების აღმოფხვრაში.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, ვადიმ პრისტაიკომ და აურელიუ ჩოკოიმ სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ხელი 5 დეკემბერს მოაწერეს, ბრატისლავაში.

წყარო: emerging-europe.com

ჩვენ გირჩევთ

პრეზიდენტის ანტიკვარიატი

Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი

პრეზიდენტის ანტიკვარიატი

პრეზიდენტის ანტიკვარიატი

წინა სტატია

საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს
06 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

The Bitfury Group-ი Exonum-ის გამოშვების შესახებ აცხადებს
06 დეკემბერი, 2019
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker