მესამე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 14 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 417 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 14%-ით (50 მლნ დოლარით) მეტია 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებზე.

პირველი სამი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 17%-ით (185 მლნ დოლარით) არის შემცირებული, რადგან პირველ და მეორე კვარტალში კლება იყო.

2019 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (78 მლნ დოლარი), ნოდერლანდები (68 მლნ დოლარი) და თურქეთი (33 მლნ დოლარი).

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (96 მლნ), დამამუშავებელ მრეწველობაში (49 მლნ) და სასტუმროებსა და რესტორნებში (46 მლნ), ხოლო ყველაზე ცოტა ჯანდაცვაში სოფლის მეურნეობაში (5.4 მლნ).

გრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი

ჩვენ გირჩევთ

სიცრუე - ჩვენი მთავარი მტერი

Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი

სიცრუე - ჩვენი მთავარი მტერი

სიცრუე - ჩვენი მთავარი მტერი

წინა სტატია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - "პაციენტი" რეანიმაციაში
09 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ეყოლება
09 დეკემბერი, 2019
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker